საქართველოს ნაკრებს 3 ფეხბურთელი გამოაკლდა

ტრავმები და ოჯახური მდგომარეობა, საქართველოს ნაკრებს გიბრალტართან რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება

15 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ მატჩს გამართავს, ვაისის შეგირდები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გიბრალტარს დაუპირისპირდებიან. ბოლო ინფორმაციით, ჩვენი გუნდი ამ თამაშს სერიოზული დანაკლისით შეხვდება. ცნობილია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მცირე ტრავმების გამო თორნიკე ოქრიაშვილი და საბა ლობჟანიძე ვერ მიიღებენ, გურამ კაშია კი ნაკრებს ოჯახური მდგომარეობის გამო არ გაჰყვა. შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნებს ვერც ვაკო გვილია დაეხმარება, რომელიც ტრავმირებულია. 

 

საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩი 12 ოქტომბერს ჩაატარა, ქართველმა ფეხბურთელებმა ირლანდიას უმასპინძლეს და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გუნდი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში 5 ქულით ბოლოსწინა მეოთხე ადგილზეა.