იუვენტუსმა ერიკსენისთვის ახალი გეგმა შეიმუშავა

ბიანკონერი მიზნის მისაღწევად ცდას არ აკლებს 

არახალია, რომ კრისტიან ერიკსენი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ მის შეძენას ეხლა უკვე იუვენტუსიც აპირებს. ბოლო ცნობებით, ბიანკონერი მზადაა ზამთარში ტოტენჰემს ერიკსენის სანაცვლოდ ადრიენ რაბიო დაუთმოს და სოლიდური თანხაც გადაიხადოს. ამ თემაზე ბრიტანელთა პოზიცია უცნობია.

 

აღსანიშნავია, რომ იუვეს დატოვება თავად ფრანგსაც უნდა აწყობდეს. 25 წლის ფეხბურთელი ბებერ ქალბატონს ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. გეტყვით იმასაც, რომ მისი გადაბირება ბარსელონას სურს. რაც შეეხება ერიკსენს, იგი ტოტენჰემიდან წასვლის სურვილს არ მალავს. არახალია, რომ დანიელის შეძენა დიდი ხანია, რაც რეალსაც უნდა..

 

იუვენტუსი სერია ა-ში 19 ქულით პირველ ადგილზეა და იტალიის ჩემპიონატში ჯერჯერობით ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია. მომდევნო ტურში სარის შეგირდები ბოლონიას უმასპინძლებენ.