კაცი 700 გოლით

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში მეშვიდასე გოლი გაიტანა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, პორტუგალიის ნაკრები უკრაინას ესტუმრა. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. ანგარიში მე-6 წუთზე იარემჩუკმა გახსნა, 19 წუთში იარმოლენკოს ჯერი დადგა, 72-ე წუთზე 1 ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ პენალტის ნიშნულიდან გაქვითა.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ნაკრების კარში გატანილი გოლი მეგავარსკვლავისთვის კარიერაში მეშვიდასე გამოდგა. 34 წლის გოლეადორმა 5 გოლი სპორტინგის მაისურით გაიტანა, 118 მანჩესტერის, 451 გოლით რეალის გულშემატკივრები გაახარა, 32-ჯერ იუვენტუსის რიგებში გამოიჩინა თავი, 94 ბურთი კი პორტუგალიის ნაკრების მაისურით შეაგდო. 

 

ასაკის მიუხედავად პორტუგალიელი კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია და როგორც ცნობილია, კიდევ დიდხანს აპირებს ფეხბურთის თამაშს. საინტერესოა რამდენი გოლი ექნება კრიშტიანუს ანგარიშზე კარიერის ბოლოს.