ნეიმარის დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია

ბრაზილიელს გამოკვლევა ჩაუტარდა

13 ოქტომბერს ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ნიგერიას დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მე-12 წუთზე სელესაოს ლიდერმა ნეიმარმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა. მის ნაცვლად თამაშში ფელიპე კოუტინიო ჩაერთო.

 

ბრაზილიელ ვარსკვლავს გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ დაახლოებით 1 თვე იუქმებს. აღნიშნული ცნობა პსჟ-ს ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ამრიგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პარიზელთა შემტევი გუნდს ნიცასთან, ბრიუგესთან, მარსელთან, დიჟონთან და ბრესტთან მატჩებში დააკლდება.

 

27 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში ფრანგთა მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება პსჟ-ს, ტუხელის გუნდს ლიგა 1-ში 21 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.