ლიონს ახალი მწვრთნელი ჰყავს

სილვინიოს შემცვლელის ვინაობა ცნობილია 

ფრანგული პრესის ცნობით, რუდი გარსია ლიონის ახალი მწვრთნელია. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ წლიანი კონტრაქტი გააფორმა 55 წლის სპეციალისტმა გუნდთან. ასევე უცნობია ხელშეკრულების სხვა დეტალები.

 

ლიონს ბოლოს სილვინიო თავკაცობდა, რომელსაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გუნდის დატოვება მოუწია. გეტყვით იმასაც, რომ ფრანგთა ჩაბარების კანდიდატებად გარსიას გარდა ჟოზე მოურინიო, ლორან ბლანი, არსენ ვენგერი და ტიაგო მოტა განიხილებოდნენ.

 

ამ მომენტისთვის გუნდს ლიგა 1-ში 9 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში ლიონი დიჟონს უმასპინძლებს.