22 და 30 ნოემბერი... აბა, ვნახოთ წილისყრები

ერთა ლიგის ფლეი–ოფების წილისყრა 22 ნოემბერს ნიონში გაიმართება – ანუ, სად ჩატარდება ფინალი?.. დღევანდელი მონაცემებით, როგორც იცით, გაისად 26, 27 და 28 მარტს შედგება ნახევარფინალები და ჩვენთვის საინტერესო დ დივიზიონში ეს წყვილებია: საქართველო–ბელარუსი, ჩრდილოეთ მაკედონია–კოსოვო.

ფინალები 29, 30 და 31 მარტს იქნება და 22 ნოემბრის წილისყრაზე სწორედ ეს გაირკვევა: რომელი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იქნება ფინალის მასპინძელი. ფინალი ერთმატჩიანია... ამაზე ადრეც გვეწერა http://old.leadersport.ge/read.php?readId=10770, ახლა კი წილისყრის თარიღი დადგინდა.

 

ისე, რამდენად სამართლიანია? რამხელა უპირატესობას მიიღებს მასპინძელი და რა ცუდია სტუმრისთვის. იმედია, წილისყრაში გაგვიმართლებს, მაგრამ იქამდე ნახევარფინალის მოგებაა საჭირო.

 

ბარემ ისიც დავწეროთ, რომ ევრო–2020–ის ფინალური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს გაიმართება. ამ დროისთვის 24 ნაკრებიდან 20 უკვე გასული იქნება, ოთხიც მარტის ფლეი–ოფებში გაირკვევა: A, B, C და D დივიზიონების გამარჯვებულები დაემატებიან.   

 

რა მოხდება, თუ კოსოვო, ან ჩრდილოეთ მაკედონია გავლენ ტრადიციული შესარჩევიდან?  მაშინ ერთა ლიგის ნახევარფინალებში შანსს მიიღებენ დ დივიზიონის ჯგუფებში საუკეთესო მეორეადგილოსნები. საუკეთესო ლუქსემბურგია, მერე სომხეთი...

 

1. დავუშვათ მხოლოდ კოსოვო გავიდა: მაშინ ერთა ლიგაზე ასეთი ნახევარფინალები იქნება: საქართველო–ლუქსემბურგი, ჩრდ.მაკედონია–ბელარუსი. თუ კოსოვოელებიც გავიდნენ და ჩრდილომაკედონელებიც, მაშინ ნახევარფინალები ასე შედგება: საქართველო–სომხეთი, ბელარუსი–ლუქსემბურგი.