ოთარ კიტეიშვილი: ერთადერთი დადებითი მომენტი თამაშის მოგება იყო

ხარაიშვილის ტრავმამ და გიბრალტარელთა პირველმა გოლმა ძალიან იმოქმედა

საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარს ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.  მატჩის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.

 

„თამაშს ვაკონტროლებდით, პირველ ტაიმში ორი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ მეტის შეგდებაც შეგვეძლო. მეორე ნახევარში ხარაიშვილის ტრავმამ და გიბრალტარელთა პირველმა გოლმა ძალიან იმოქმედა და მასპინძლებმა უფრო აქტიურად შეუტიეს. ამ ყველაფერს შედეგი მოჰყვა და ანგარიში 2:2 გახდა. სასიხარულოა, რომ ამის შემდეგ თამაში მაინც მოვიგეთ, რაც დღეს ერთადერთი დადებითი მომენტი იყო,“-თქვა კიტეიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებული ხარაიშვილი სწორედ შტურმის ნახევარმცველმა შეცვალა. 23 წლის ფეხბურთელი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.