იბრაჰიმოვიჩს ყოფილ გუნდში დაბრუნება სურს

შვედი ფორვარდი შესაძლოა მალე კვლავ იტალიური გრანდის მაისურით ვიხილოთ

იტალიური პრესის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მილანის ინტერში დაბრუნება სურს. შვედმა ნერაძურის მესვეურებს ამის შესახებ უკვე აცნობა. აღნიშნულ თემაზე იტალიელთა აზრი ჯერჯერობით უცნობია.

 

როგორც უკვე გითხარით იბრა ინტერისთვის უცხო არაა. იტალიური გრანდის ღირსებას იგი 2006-09 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად სერია ა (3), იტალიის თასი (2) და იტალიის სუპერთასი (2) მოიგო. 

 

38 წლის ფორვარდს ლოს ანჟელეს გალაქსისთან კონტრაქტი დეკემბერში ეწურება და გუნდის დატოვება სურს. წესით მას ახალი კლუბის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან შესანიშნავ ფორმაშია. ამ სეზონში ზლატანმა 29 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.

 

აღსანიშნავია, რომ ფორვარდის დამატებაზე ინტერის მესვეურებიც ფიქრობენ. მოგეხსენებათ ალექსის სანჩესმა სერიოზული ტრავმა მიიღო და მილანელები მისი შემცვლელის ძიებაში არიან. აქვე გეტყვით, რომ კონტეს გუნდი ზამთარში ოლივიე ჟირუს დამატებას აპირებს.