ლობჟანიძე ბრივში რჩება

ლობჟანიძემ კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო

ბორჯღალოსანთა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ, საკუთარ კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა და ‘ბრივში’ 2022 წლამდე დარჩება.

 

‘არმაზის’ აღზრდილმა ნიჭიერმა მოთამაშემ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყურადღება ადრეულ ასაკში მიიქცია და ბორჯღალოსნების კვართი პირველად 2015 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიის წინააღმდეგ მოირგო. იმავე წელს მან ინგლისის მსოფლიო თასზე ითამაშა და მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. მას შემდეგ 22 წლის ლობჟანიძემ 39 კეპი მოიხვეჭა და 6 ლელო გაიტანა.

 

2016 წელს ვასილ ლობჟანიძე ტოპ 14-ის ‘ბრივში’ გადავიდა და პირველი გუნდის შემადგენლობაში იმავე წელს, სექტემბერში ‘გრენობლის’ წინააღმდეგ ითამაშა. ორი სეზონის განმავლობაში ვასკამ ტოპ 14-ის 11 და ჩელენჯ ქაფის ასევე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავისი პირველი ფრანგული ლელო კი 2017 წლის 2 სექტემბერს ‘ლიონს’ გაუტანა.

 

ლობჟანიძემ კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.