რატომ გადაიფიქრა მანჩესტერმა ნეიმარის ყიდვა?

ფეხბურთელის მამა საკმაოდ დიდ გასამრჯელოს ითხოვდა, თუმცა ნეიმარზე უარის თქმის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა

რამდენიმე წლის წინ მანჩესტერი ნეიმარის შეძენასთან ახლოს იყო. მეტიც, მანკუნიელთა მესვეურები მოლაპარაკებებს უკვე მართავდნენ, თუმცა ბრიტანელებმა ბრაზილიელის შეძენა გადაიფიქრეს. 

 

უცხოურ მედიაში დაიწერა, რომ ინგლისელებს ფეხბურთელის ცხოვრების წესი არ მოსწონდათ და სწორედ ამიტომ თქვეს მასზე უარი. ღამის კლუბები, ქალებთან სკანდალები და სხვა მრავალი, რამ რამაც მანჩესტერს ნეიმარზე უარი ათქმევინა. გარდა ამისა სამხრეთ ამერიკელის მამა და ამაცდროულად აგენტი საკმაოდ დიდ გასამრჯელოს ითხოვდა. 

 

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს შემტევი ამჟამად ტრამვირებულია და დაახლოებით 1 თვეს იუქმებს. ამ სეზონში 27 წლის სუპერვარსკვლავმა საფრანგეთის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.