რეალი, ბარსა, მანჩესტერი და სიტი - ჰოლანდის კართან რიგი დგას

ჰოლანდზე გადასაბირებლად ევროპული გრანდები იბრძვიან...

19 წლის ნორვეგიელი თინეიჯერი, ერლინგ ჰოლანდი ევროპული გრანდების ყურადღების ქვეშ არის მოქცეული. ამაში გასაკვირი არც არაფერია, რადგან მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 11 შეხვედრაში მიიღო და 18 გოლი გაიტანა...

 

ეს მისთვის პირველი დიდი გაელვება არ არის, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის რეკორდი დაამყარა - 9 გოლი გაიტანა...

 

რეალს, ბარსას და მანჩესტერს ახლა სიტიც შეუერთდა და ზალცბურგს 50 მილიონი ფუნტი შესთავაზა. ახალგაზრდა ტალანტისთვის ნამდვილი აუქციონია მოწყობილი, ავსტრიელებს კი ერთი სურვილი აქვთ, იქნებ ოლანდი ზაფხულამდე როგორმე შეინარჩუნონ...