იოზილი - როგორც ყაჩაღი...

ფეხბურთელი და მწვრთნელი სხვადასხვა რამეს ამბობენ...

როგორც არსენალის მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი ამბობს, მესუტ იოზილი ვარჯიშებზე საკმარისად არ იხარჯება და არც ცდილობს რომ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს. ის ისე იქცევა, როგორც ყაჩაღი, რადგან კვირაში 350 000 ფუნტს იღებს.

 

31 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბოლო 3 შეხვედრაში არსენალის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

 

ემერიმ თქვა, რომ გუნდში ყველას ადგილი დამსახურებულად აქვს.

 

გერმანელის პასუხმაც არ დააყოვნა

 

„არსენალის თამაშების სახლიდან ყურება გულს მტკენს.

 

იმისთვის არ ვვარჯიშობ, რომ სათადარიგოთა სკამზე ვიყო, სათამაშოდ მზად ვარ.

 

ეს მხოლოდ ჩემი და მწვრთნელის საქმე არ არის, კლუბზე უნდა ვიფიქროთ. ბევრს ვვარჯიშობ და სრულ მზადყოფნაში ვარ.

 

წინსასეზონო მომზადებამ შესანიშნავად ჩაიარა. მთელი ცხოვრებაა ასე ვვარჯიშობ და დრო თუ მომეცემა, გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯები“, - თქვა იოზილმა