კლიპერსი ფავორიტია

კლიპერსი უკვე მესამე გამოკითხვის გამარჯვებული გახდა. 

NBA-ს ოფიციალურმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც კლუბების გენერალური მენეჯერები მონაწილეობდნენ.

ვინ გახდება ჩემპიონი?

ერთი წლის წინ იდენტურ კითხვაზე მენეჯერებმა თითქმის ერთხმად უპასუხეს - გოლდენ სტეიტი (87 %)!

2019/2020 წლების ფავორიტი კლიპერსია. კავაი ლეონარდით და პოლ ჯორჯით გაძლიერებულმა გუნდმა მენეჯერებისგან 46 პროცენტი დაირტყა. მეორე ადგილზე 36 პროცენტით ზის მილუოკი და მხოლოდ მესამეზეა ლებრონ ჯეიმსის და ენტონი დევისის ლეიკერსი. ხმები მიიღეს გოლდენ სტეიტმა და პორტლენდმაც.

კლიპერსი უკვე მესამე გამოკითხვის გამარჯვებული გახდა. პლიუს, ელ ეის გუნდს ფავორიტად ტოტალიზატორებიც თვლიან. უბრალოდ, გუნდმა უნდა შეინარჩუნოს ჯანმრთელი ლიდერები და ფლეი ოფისთვის ყველა ასი დასვენებული იყოს.

წელს კავაი და ჯორჯი ორმაგი ტერორით გადახსნიან ლიგას. თუ, მანამდე არ აილეწებიან.

ველოდებით სეზონის სტარტს, რომელსაც ჯორჯი ტრავმის გამო გამოტოვებს.