ლუოლ დენგმა კარიერა დაასრულა. ერთხელ, მას მანუჩარ მარკოიშვილმა მოუგო

მადლობა, მისტერ დენგ.

კალათბურთიდან ძალიან კარგი მოთამაშე წავიდა. ის, რომელიც ძველ, სადისტურ ჩიკაგოში დერიკ როუზს აზღვევდა, მთავარი მწვრთნელის ყველა დავალებას ასრულებდა და ლებრონ ჯეიმსს ნერვებს ათხრიდა. ის, რომელიც ყველას და ყველგან უყვარდა, უყვარდათ.

ლუოლ დენგმა კარიერა დაასრულა.

ადრე, ერთ ტესტში ინგლისი საქართველოს შეხვდა. ეს იყო ლუოლ დენგის დებიუტი ინგლისის ნაკრებში. და, პირველი თამაში დენგმა წააგო. მას მანუჩარ მარკოიშვილმა მოუგო. მანუმ კარიერაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა. ერთი დღის შემდეგ, დენგმა ინგლისს მოაგებინა, ძალიან მაგრად ისროლა და დენგი იყო ლიდერი.

როგორც - ჩიკაგოში, სადაც როუზი დომინირებდა, კარლოს ბუზერი ყველაზე დიდ კუშს იღებდა და დენგი იყო ამ ბანდის ყველაზე სანდო მოთამაშე.

დენგი, რომელიც 2004 წლის დრაფტზე მე-7 ნომრად აირჩიეს. დენგი, რომელმაც ლიგაში 15 სეზონი გაატარა.

დენგმა ჩიკაგოს კარიერის 9 საუკეთესო სეზონი აჩუქა და ამ დროში საშუალოდ 16.1 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.5 პასს აგროვებდა. ბულზთან ერთად მან ექვსჯერ ითამაშა ფლეი ოფში.

დენგი კარიერით (902 თამაშში) – 14.8 ქულა, 6.1 მოხსნა და 2.3 პასი.

მადლობა, მისტერ დენგ.

ძალიან კარგი მოგზაურობა იყო.