სამეფო მეფის გარეშე

ჰარდენი ყველაზე შეუჩერებელი მხეცია. 

ლებრონ ჯეიმსი NBA-ს საუკეთესო მოთამაშეა. ისტორიით, კლასით, სტატუსით, მეტსახელით. და, გენერაციული მონსტრი ლიგის კიდევ ერთ გამოკითხვაში მეორე პლანზე დარჩა. ყველა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა პოზიციების მიხედვით საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. გადახედეთ. საინტერესო სიაა. უბრალოდ, ლებრონის გარეშე.

გამთამაშებელი: სტეფ კარი. უალტერნატივო არჩევანი. სტეფი მკვლელია და სტეფს ამ სეზონში არარეალური სტატისტიკა ექნება. ეს სტეფის სეზონია.

მსროლელი: ჯეიმს ჰარდენი. აქ, უპრობლემოდ შეგვიძლია პოზიციების გაცვლა და წინააღმდეგიც არავინ არ იქნება. ჰარდენი ყველაზე შეუჩერებელი მხეცია.

მსუბუქი ფორვარდი: კავაი ლეონარდი. ის დაისვენებს. ის დაზოგავს ენერგიას. ის ფლეი ოფში მოუმატებს. არაფერი არ იცვლება. არც - კავაი.

მძიმე ფორვარდი: იანის ანტეტოკუმპო. ნომინალურად, მესამე ნომერი, მაგრამ კავაი მაინც წინ არის და რეიტინგი მოქმედი MVP-ს გარეშე ცოტა უხერხული იყო.

ცენტრი: ნიკოლა იოკიჩი. ზოგს ჯოელ ემბიდი ურჩევნია. ზოგს - რომელიმე სხვა პივოტი, მაგრამ ეს არჩევანიც ლეგიტიმურია. ჯოკერი სოლირებს.

და, ლებრონი?

მეფე რეგულარულში შეასრულებს.