ზიდანი პოგბას შეხვდა! - რაზე ილაპარაკებს თანამემამულეებმა?

პოგბა და ზიდანი ერთმანეთს შეხვდნენ

2019 წლის ზაფხულში რეალს პოგბას შეძენა ძალიან სურდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. უფრო სწორად, ზიდანი იყო თანამემამულის შეძენის ინიციატორი, პერესი კი მხოლოდ მისი დავალების შესრულებას ცდილობდა. ალბათ, დღეს ზიზუ ერთადერთი კაცია, რომლის მოთხოვნასაც ფლორენტინო ანგარიშს უწევს.

 

ფრანგი სპეციალისტი დუბაიში ჩავიდა, სადაც ხელოვნური ინტელექტის კონფერენციას დაესწრო. ეს ჟურნალისტებმა მიზეზად მიიღეს, რადგან იქ პოლ პოგბაც იყო, კამერებმა კი მათი შეხვედრა დააფიქსირეს.

 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფეხბურთელი და მწვრთნელი მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სავარაუდოდ, ეს ტრანსფერი ამ ზამთარში თუ არა, ზაფხულში აუცილებლად განხორციელდება.