პალერმო იყო და აღარ არის

პალერმო, სადაც სხვადასხვა დროს არაერთმა ვარსკვლავმა ითამაშა, ბანკროტად გამოცხადდა. 

პალერმო 1900 წელს დაარსდა, მაგრამ მერე რამდენჯერმე განიცადა სახეცვლილება, ახალ–ახალი კლუბები იქმნებოდა, მაგრამ სამართალმემკვიდრედ რჩებოდნენ. 1987 წელს ხელახლა დაარსდა კლუბი და დიდი წარმატებებიც ჰქონდა: 2000–იან წლებში სერია ა–ს ხუთეულში გადიოდა, იტალიის თასის ფინალშიც იყო, ევროპა ლიგაზეც კარგად თამაშობდა. კლუბის პრეზიდენტი გახლდათ მაურიციო ძამპარინი – ხმაურიანი და კონფლიქტური პიროვნება, რომელიც მწვრთნელებს ლამის ცხვირსახოცივით ცვლიდა.   

 

პალერმოში, როგორც იცით, ლევან მჭედლიძეც თამაშობდა. გუნდს ერთხელ აქვს იუვენტუსთან გასვლაზე მოგებული და ისიც ლევანის გადამწყვეტი გოლით.

 

კლუბის ლეგენდებად დარჩნენ ედინსონ კავანი, ფაბრიციო მიკოლი, ლუკა ტონი, პაოლო დიბალა, ფაბიო გროსო, ხავიერ პასტორე...

 

გასული სეზონი პალერმომ სერია ბ–ში დაასრულა, მაგრამ ფინანსური დარღვევების გამო ამ ლიგიდან გარიცხეს, ახლა კი უკვე ბანკროტად გამოცხადდა. წარმოიდგინეთ, მაურიციო ძამპარინის ვაჟ ანდრეა ძამპარინის 10 მილიონ ევროდ სურდა კლუბის გაყიდვა, თუმცა ამ დაბალ ფასადაც კი არავინ ისურვა... საქმე ისაა, რომ პალერმოს დიდი ვალი აქვს.

 

ზაფხულში ახალი კლუბი პალერმო შეიქმნა, რომელიც ახლა სერია დ–ში გამოდის.