ციფრები – ვინ, სად, რამდენი...

ეროვნულ ლიგაში სეზონი დასრულდა და დარჩა მხოლოდ ფლეი–ოფები. 180 მატჩი გაიმართა და გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ამ მხრივ გამოსარჩევ ამბებს...

180 შეხვედრაში გავიდა 486 გოლი, ანუ საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.7 გოლი.

 

ყველაზე დიდი სხვაობა აღინიშნა სამტრედია–ტორპედოში – 0:8. ისე, სამტრედიამ კიდევ ერთ შეხვედრაში გაუშვა რვა გოლი. დინამოსთან 1:8. 9–გოლიანი კიდევ ერთი მატჩი იყო და ისიც დინამოელთა მონაწილეობით. მათ კოლხეთს სტუმრად 6:3 სძლიეს.

 

პოკერი ერთხელ შესრულდა: ბუდუ ზივზივაძემ ბოლნისის სიონთან (5:2) შესრულდა. ჰეთ–თრიქი რამდენჯერმე იყო, მაგრამ გამოსარჩევია გიორგი გაბედავას სამი გოლი დინამოს კარში. სხვათა შორის, 1993 წლიდან მოყოლებული, დინამოს კარში პირველად შესრულდა ჰეთ–თრიქი (ვგულისხმობთ ქართულ დაპირისპირებებს). ბოლოს, 1993–ში ეს ოთარ კორღალიძემ მოახერხა. 

 

 

გოლები

 

ზივზივაძე (დინამო, 22), გაბედავა (ჩიხურა, 22), კოვტალიუკი (დილა, 21), კაპანაძე (ტორპედო, 14), ლეანდრო (დილა, 14)

 

 

საგოლე პასები

 

ლეანდრო (დილა, 11), კიტეიშვილი (დინამო, 9), ზივზივაძე (დინამო, 8), ვაგნერი (საბურთალო, 8), დოლიძე (ტორპედო, 8)

 

22 გოლი საუკეთესო ბომბარდირების ანგარიშზე. ცუდი არაა, მაგრამ არც სუპერ–შედეგია. რაზეა საუბარი, როცა მერაბ მეგრელაძემ 1992/1993 წლების სეზონში სეზონში 41 გოლი გაიტანა (31 თამაშში). მეგრელაძე იმ დროს წყალტუბოს სამგურალში თამაშობდა. შეგახსენებთ, ბატონი მერაბი 2012 წელს გარდაიცვალა 55 წლის ასაკში...  

 

ლეგიონერებმა 78 გოლი გაიტანეს. 53 პენალტი დაინიშნა და აქედან 43 გავიდა. გაძევება კი 32 ვნახეთ.

 

ეროვნულ ლიგაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე დავით კვირკველიაა, რომელიც 38 წლისა გახლავთ. კვირკველია, როგორც იცით, რუსთავშია. 

 

ყველაზე ახალგაზრდები: ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი) და ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი). ისინი 17 წლისანი არიან. ორივე მათგანმა 3–3 გოლი გაიტანა.

 

ოთხ გუნდს სეზონის განმავლობაში მწვრთნელი არ შეცვლია: ჩიხურას, საბურთალოს, ტორპედოსა და ლოკომოტივს.

 

 

ბოლოს კი, ჩვენი ვერსიით საუკეთესო გოლზეც დავწერთ: ტორპედოელი თორნიკე კაპანაძის მაკრატელა ჩიხურასთან. ეს 21 ნოემბერს, 33–ე ტურში.