სინგაპურიდან ყვარელში... 10 სტადიონი ლამაზ და უცნაურ ადგილებში

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 სტადიონს, რომლებიც ყველაზე ლამაზ და ორიგინალურ ადგილას არის აშენებული. ერთი ქართული სტადიონიც... 

ილია ჭავჭავაძის მშობლიურ ყვარელში. სამწუხაროდ, კლუბი დურუჯი დღესდღეობით მხოლოდ ქაღალდზეა, ერთ დროს კი უმაღლეს ლიგაშიც თამაშობდა.

 

სინგაპური, „მარინა ბეი“, 30 000

 

საცურაო სტადიონი, სამი მხრიდან წყლით შემოსაზღვრული. ასეთი მსოფლიოში ერთადერთია.   1995 წელს აშენდა. იქ ტარდება არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრებები, არამედ კონცერტები, გამოფენები... იქვე ახლოს ტარდება სინგაპურის გრან პრი ფორმულა 1–ში.

 

ჩრდილოეთ კორეა, პხენიანი, „1 მაისი“, 150 000

 

უფრო სხვა მიზეზით შევიყვანეთ ათეულში. სტადიონი „1 მაისი“ 1989 წელს აშენდა და მსოფლიოში უდიდესი სტადიონია. 150 000–იანი ტევადობით!

 

ხორვატია, იმოტსკი, „გოსპინ დოლაცი“, 4 000

 

ერთ მხარეს ტბაა, მეორე მხარეს ეკლესია. ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. საერთოდ, ტურისტები უფრო ხშირად სტუმრობენ, ვიდრე კონკრეტულად ფეხბურთის გულშემატკივრები. ეს სტადიონი 1984 წელს აშენდა.

 

ხორვატია, ტროგირი, „იგრასიტე ბატარია“, 1 100

 

აქეთ ყურე, იქით  XV საუკუნეში აშენებული ციხესიმაგრე... თან ექსკურსია, თან ფეხბურთი.

 

პორტუგალია, ბრაგა, „მუნისიპალი“, 31 000

 

ერთ მხარეს კლდეში ჩასმული კოხტა სტადიონი, სადაც ევროპის ჩემპიონატიც ჩატარდა 2004 წელს. ისე, წინა წელს, 2003 წელს აშენდა.

 

სამხრეთ აფრიკა, მაფიკენგი, „მბაბატო“, 59 000

 

ტრიბუნების ფორმა. 1981 წელს აშენდა ისრაელის კომპანიის მიერ.  

 

ფარერის კუნძულები, სკალა, „მირუჰიალა“, 900

 

1968 წელს აშენდა. ცოტა ძლიერი დარტყმა და ბურთიც წყალშია. მატჩების დროს  სპეციალური ნავებია, რათა ბურთი მოიტანონ.  

 

ნორვეგია, ოლესუნდი, „კრამირა“, 11 000

 

1977–2005 წლებში აქ თამაშობდა ნორვეგიის უმაღლესიგელი ოლესუნდი, ახლა კი სტადიონს ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრებები იყენებენ. ასევე, ქალთა ნაკრებებიც თამაშობენ. ერთ მხარეს ზღვა, მეორე მხარეს განთქმული ნორვეგიული ტყე.

 

ვენესუელა, კარაკასი, „კოკოდრილოსი“, 3200

 

ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს კი პარკი და ლამაზი ხედიც იშლება. აქ თამაშობს კლუბი კარაკასი.  

 

საქართველო, ყვარელი, „დურუჯი“, 700

 

სტადიონი ციხე–გალავნით გარშემორტყმული. მართლაც ორიგინალურია. სამწუხაროა, რომ აქ ფეხბურთი ვერ ზეიმობს. ისე კი, ყვარელში 2500–იანი სტადიონი შენდება, უეფას მეორე კატეგორიისა...