ნანდო დე კოლო - MVP

ნანდო კლავს. ნანდო ფენერს შორს გაიყვანს.

ფენარბახჩემ რეგულარულის დაწყებამდე ჯეკპოტი მოხსნა. მოსკოვიდან სტამბოლში დაიძრა ყველაზე ცივსისხლიანი მკვლელი, რომელმაც ბოლო გარჩევაში პერსონალურად მოკლა ბასკონია. სადაც ძალიან კარგი იყო თორნიკე შენგელია.

და ფენერში სოლირებდა ფრანგი. ნანდო დე კოლო.

რამდენიმე იდეალური პასი მაღლებზე. პიკიდან დროული ამოსვლა და იზოლაციაში დარჩენის შემდეგ, ავტომატიზმამდე დაყვანილი სიზუსტე სროლის დროს.

დე კოლო ბასკონიასთან 87:80 მოგებულ თამაშში - 39 ქულა (კარიერის რეკორდი), 15/12 ზუსტი საშუალო, მარგი ქმედების კოეფიციენტი 44 (კარიერის კიდევ ერთი რეკორდი) და ტოტალური დომინაცია. დე კოლომ დამარხა ბასკონია, რომელსაც მოგების შანსები ჰქონდა.

2013 წლის იანვრის შემდეგ, ეს ევროლიგის აბსოლუტური ჰაილაითი იყო. მაშინ, 41 ქულა ბობი ბრაუნმა აკრიფა. ეს 41 ქულა ევროლიგის ყველა დროის რეკორდის გამეორება იყო. თანარეკორდსმენები არიან - ალფონსო ფორდი, კარლტონ მეიერსი და კასპარს კამბალა.

ნანდო კლავს. ნანდო ფენერს შორს გაიყვანს.

დე კოლო ამ ევროლიგის საუკეთესო მოთამაშეა.