ლუის სკოლა დაბრუნდა, თავი დახარეთ

არგენტინელი საკუთარ ტერიტორიაზე დადგა. 

ლეგენდა დაბრუნდა. მილანში ლუის სკოლამ არარეალურად ლამაზი კარიერის ახალი ქვეთავი დაიწყო.

რეალის ფელიპე რეიესთან ერთად სკოლა არის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ევროლიგის პირველი (2000/2001) ჩემპიონატიდან დღემდე სვლაზეა, თამაშობს. და, თუ რეიესი უფრო სიმბოლურად იტვირთება, არგენტინელი სოლირებს.

ევროლიგა მეოცე სეზონშია. და სკოლა ამ სეზონის ერთ-ერთი ვარსკვლავია. თავი დახარეთ, ის დაბრუნდა.

ლუისი ევროლიგაზე 2007 წლის შემდეგ პირველად თამაშობს. ამერიკაში, ჩინეთში გატარებული საინტერესო პერიოდი, აღიარება და სკოლა დაბრუნდა.

ბასკონიაში, რომელიც ადრე, ლუისის დროს ტაუ იყო, სკოლა ვარსკვლავი გახდა. ოთხი ოთხთა ფინალი, ორი ფინალი (2001, 2005) და საუკეთესო მძიმე ფორვარდის არაოფიციალური ტიტული.

 

სკოლას ბოლო ორი თამაში ათენში, პანათინაიკოსის და უნიკახას წინააღმდეგ თარიღდებოდა. 2007, 53:67 ოთხთა ფინალში და ლუისმა ის ტესტი 6 ქულით, 7 მოხსნით, 4 შეცდომით დაასრულა. მესამე ადგილისთვის 74:76 წაგებულ ჩეხვაში სკოლამ უნიკახასთან 14 ქულა აკრიფა.

მილანთან ერთად სკოლამ პანათინაიკოსთან დაბრუნება 17 ქულით, 9 მოხსნით და ძალიან კარგი დაცვით აღნიშნა.

არგენტინელი საკუთარ ტერიტორიაზე დადგა. და, მილანიც მხრებში გაიშლება.

ეს სკოლაა.