გარდაიცვალა პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მეგოლე

67 წლის ასაკში გარდაიცვალა პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მეგოლე რუი ჟორდაო. მიზეზი – გულის შეტევა.

ჟორდაომ ორი გოლი გაიტანა ევრო–1984–ის ნახევარფინალში, საფრანგეთის ნაკრების კარში. პორტუგალია ჯერ აგებდა, მერე ჟორდაოს გოლებით იგებდა და საბოლოოდ, 2:3 წააგო. იმ ჩემპიონატზე სწორედ ჟორდაოს გადამწყვეტმა გოლმა გაიყვანა პორტუგალიელები: საბჭოთა კავშირს გაუტანა და ჩატოვა ჯგუფში.  

 

რუი ჟორდაო ბენფიკასა და სპორტინგის ლეგენდაა, ასევე თამაშობდა სარაგოსასა და სეტუბალში.