ინგლისი – წინ და წინ

რაგბის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალის პირველი მატჩი გაიმართა: ინგლისმა 24–ქულიანი სხვაობით მოუგო ავსტრალიას – 40:16.

ბრიტანელებმა ოთხჯერ დაალელოვეს ვოლაბები, რომლებმაც მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ხუთქულიანით გახარება. პირველ ტაიმში ჯონი მეის ორი ლელოთი ინგლისელებმა ჰანდიკაპი შეიქმნეს, მეორე ტაიმი ავსტრალიელებმა მაგრად დაიწყეს და ჩამოღცენა ერთ ქულამდე დაიყვანეს: 17:16.

 

აქედან მოყოლებული კი ინგლისმა აიწყვიტა. ვოლაბები რამდენჯერმე ახლოს იყვნენ ლელოსთან, მაგრამ ვერა და ვერ დადეს.

 

ინგლისი ნახევარფინალში ახალ ზელანდიასა და ირლანდიას შორის მოგებულს შეხვდება.