ეშლი კოული ჩელსიში დაბრუნდა

ძველ კლუბში ახალი ამპლუით

ინგლისის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი ეშლი კოული კვლავ ჩელსისთვის გაირჯება. საქმე იმაშია, რომ კოული არისტოკრატთა 15 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

 

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჩელსიში გაატარა. არისტოკრატთა ღირსებას იგი 2006-14 წლებში იცავდა. კოულმა ლონდონელებთან ერთად პრემიერლიგა, ინგლისის თასი (7), ქომუნითი შილდი (5), ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ჩელსის შემდეგ 38 წლის ფეხბურთელი ჯერ რომას, შემდეგ კი ლოს ანჟელეს გალაქსის ფეხბურთელი გახლდათ, კარიერა კი დერბიში დაასრულა.