ზელანდია ირლანდიაზე ორი თავით მაღლაა - 46:14

ესეც მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი...

რაგბიში, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ზელანდია ირლანდიას დაუპირისპირდა. მწვანეებმა ALL BLACKS-თან თამაში თითქოს ისწავლეს, ბოლო 3 შეხვედრიდან 2 მოუგეს, თუმცა, სადაც საჭირო იყო, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერაფერი გააწყეს.

 

მთელი შეხვედრა ახალი ზელანდიის კარნახით მიმდინარეობდა, პირველი ნახევარი 22:0 მოიგეს, ისე, რომ ანგარიშთან დაკავშირებით კითხვები არავის გასჩენია.

 

მეორე ტაიმში კი ALL BLACKS-ის ოთხი ლელოს საპირწონედ, ირლანდიელებმა მხოლოდ 2-ის დადება მოახერხეს.

 

საბოლოოდ 46:14

 

ნახევარფინალში ახალი ზელანდია ინგლისს შეხვდება. ეს შეხვედრა 26 ოქტომბერს გაიმართება...