ბაგრატიონმა გაიტანა, საქართველომ წააგო

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა უკრაინასთან. საბოლოოდ, სტუმრებმა ბოლო წუთზე გატანილი ავტოგოლით 2:1 იმარჯვეს. ჩვენი გუნდიდან გოლი მუხრან ბაგრატიონმა გაიტანა 69-ე წუთზე.

მწვრთნელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, ჯანაშია, მორჩილაძე, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, ხიმშიაშვილი, გოჩიაშვილი, ხაბულიანი, თოდუა, შიოლაშვილი.

 

შეცვლაზე შევიდნენ: ღურწკაია, ლაბაძე, გოგებაშვილი, ბართია, ცხოვრებაშვილი, ხაბურზანია, ოჩიგავა, სიორდია, ნოზაძე, ჭელიშვილი.

 

მეორე მატჩს გუნდები 21 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებენ. დასაწყისი 18 საათზე.