აი, დრამა: უელსმა ცუდად დაწყებული კარგად დაამთავრა

უელსი რაგბის მსოფლიო თასის ნახევარფინალშია. ბრიტანელებმა პირველი ტაიმი წააგეს ფრანგებთან, მაგრამ ნელ–ნელა ამცირებდნენ სხვაობას და საბოლოოდ, ერთი ქულით მოიგეს – 20:19.

არადა, უკვე მე–8 წუთისთვის ფრანგებს ორი ლელო ჰქონდათ დადებული!

 

თამაშის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე უელსი 6 ქულით აგებდა. თუმცა როს მორიარტმა ლელო დადო, ამას დან ბიგარის გარდასახვა მოჰყვა და უელსი პირველად გავიდა წინ. პირველად და საბოლოოდ...    

 

ნახევარფინალში ერთი წყვილი ცნობილია: ახალი ზელანდია–ინგლისი. მეორე კი: უელსი შეხვდება იაპონიას, ან სამხრეთ აფრიკას.    

 

უელსი – საფრანგეთი 20:19

ლელოები: ვეინრაითი (12), მორიარტი (74) – ვაჰაამინა (5), ოლივონი (8), ვაკატავა (31)