ზიდანი: პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს...

ზიდანმა ფეხბურთელების თამაში შეაფასა...

რეალი გასვლაზე მალიორკასთან დამარცხდა და ლა ლიგაში პირველობაც დაკარგა, თანაც, რაც რეალისთვის მეტად სამწუხაროა, მისი ადგილი ბარსელონამ დაიკავა.

 

მატჩის შემდეგ კომენტარი მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გააკეთა

 

„პრობლემა ის არის, რომ 3 დღეში ერთხელ გვიწევს ვაჩვენოთ, თუ რა კარგი გუნდი ვართ.

 

ეს ძალიან რთულია და ვერ მოვახერხეთ.

 

არ მინდა ვთქვა, რომ დამწუხრებული ვარ, რადგან ეს სიტყვა არ მიყვარს. თუ სეზონში წარმატების მიღწევა გვინდა, ჩვენ სტაბილურობა გვჭირდება“

 

ზიზდანს შეეძლო ყველაფერი ტრავმებისთვის დაებრალებინა, თუმცა ასე არ მოიქცა

 

„ტრავმები გამართლება არ არის.

 

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც დაშავებულნი არ არიან. ისინი კარგი მოთამაშეები არიან.

 

როცა შანსი მიეცემათ, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ აქ თამაშის ღირსნი არიან.

 

მოედანზე მოწინააღმდეგეს არ გავუკვირვებივართ - მეტოქის სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია.

 

სიურპირიზი გოლი იყო, რომლის შემდეგ ჩვენ ვერაფრის გაკეთება მოვახერხეთ“, - თქვა ზიდანმა.