იაპონია VS სამხრეთ აფრიკა - თამაში მხოლოდ პირველ ტაიმში იყო...

იაპონელები ლამაზ, სანახაობრივ რაგბის თამაშობენ, თუმცა...

რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშების მეოთხედფინალის ბოლო შეხვედრა გაიმართა - მასპინძელმა იაპონიამ სამხრეთ აფრიკა მიიღო. რა თქმა უნდა, ფავორიტები სტუმრები იყვნენ, თუმცა ამომავალი მზის ქვეყანაში რაგბის ძალიან სანახაობრივად თამაშობენ და ჩვენც ბრძოლას ველოდით, რომელიც კი შედგა, უბრალოდ მხოლოდ პირველ ნახევარში...

 

მატჩის დასაწყისშივე, სამხრეთ აფრიკის პირველი ლელო იაპონელთა უხეშ შეცდომას მოყვა, რის შემდეგაც მასპინძლები თამაშს აკონტროლებდნენ, ჯარიმას არ იღებდნენ და ისეთ სისწრაფეზე თამაშობდნენ, მოწინააღმდეგეს აყოლა უჭირდა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ აფრიკამ პირველი ნახევარი 5:3 მოიგო.

 

არ ვიცით მეორე ტაიმში სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ერასმუსმა მორაგბეებს რა უთხრა, თუმცა სულ სხვა თამაში მივიღეთ. იაპონელებმა თითქმის ყველა შერკინება და დერეფანი წააგეს და საბოლოოდ 3:26 დამარცხდნენ...

 

მსოფლიო თასის ნახევარფინალში, 26 მაისს, სამხრეთ აფრიკა უელსს დაუპირისპირდება.