ფრენკი დე იონგის ტოტალური კონტროლი

ფრენკი დე იონგის ადაპტაცია მეტეორის სისწრაფით მიმდინარეობს...

როდესაც ბარსაში ფრენკი დე იონგი გადავიდა, ბარსელონას გულშემატკივართა ერთი ნაწილი ამ ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდა, რადგან კატალონიურმა გუნდმა მასში 85 მილიონი ევრო გადაიხადა. ჰოლანდიელმა ადგილი არა თუ ძირითად შემადგენლობაში მოიპოვა, არამედ გუნდის ერთერთ ლიდერად იქცა. მასზე მედიაც ყოველთვის აღმატებით ხარისხში საუბრობს და მადლობის მეტი არაფერი ეთქმით.

 

დე იონგი ეიბარის წინააღმდეგაც შესანიშნავი იყო და ესპანელებს მის შესაქებად სიტყვები არ ეყოთ: „ის ძალიან სანახაობრივი იყო, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“

 

ჰოლანდიელმა 79 წუთი ითამაშა, 50-დან 45 ზუსტი პასი გააკეთა, 8-ჯერ ბურთი მოიპოვა და ორთაბრძოლების 58% მოიგო.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდზე თითქმის ყოველთვის სხვადასხვა ფეხბურთელი თამაშობს, მას ადაპტაციის პროცესი მეტისმეტად გაუადვილდა.