ლივერპული რეკორდზე მიდის

კლოპი პეპის წინააღმდეგ...

იმ შემთხვევაში თუ ლივერპული ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერს დაამარცხებს, ინგლისის ჩემპიონატში, მანჩესტერ სიტისთან ერთად, ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია ექნება. მერსისაიდელებს ამჟამად 17 მოგება აქვთ, ქალაქებმა კი თვრამეტი მატჩი, პეპის ხელმძღვანელობით, 2017/18 წლების სეზონში მოიგეს.

 

„ჩვენ რეკორდზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ გამარჯვება გვინდა“, - ეს სიტყვები ლესტერთან გამარჯვების შემდეგ კლოპმა თქვა.

 

მანჩესტერისთვის ორმაგად მტკივნეული იქნება თუ ლივერპულს რეკორდსმენს გახდის, ამიტომ წინ ძალიან დაძაბული და სანახაობრივი თამაში გველოდება .