ლებრონის სამყარო

ამერიკა ლებრონს თავს უხრის. 

NBA ორ დღეში გაიხსნება. და, ლებრონ ჯეიმსი ლიგის ყველაზე გავლენიან პერსონად რჩება.

ბოლო ორ დღეში ჯეიმსზე უფრო მეტი იწერებვოდა, ვიდრე - ლიგაზე.

ამერიკამ გვამცნო, რომ 17 წლის ჯეიმსის მაისური, რომელიც ლებრონს Sports Illustrated-ის გარეკანზე ეცვა, აუქციონზე 187 500 დოლარად გაიყიდა. თანხა მთლიანად ქველმოქმედებაში წავიდა. ლებრონი კმაყოფილი დარჩა.

ამერიკამ გვამცნო, რომ გამოკითხვა „1/1-ზე, ლებრონი თუ ჯორდანი?“ დასრულდა და ამერიკამ ლებრონი აირჩია. ჯეიმსი რჩება ლეგენდად. ჯეიმსის სტატუსი არ იცვლება.

ამერიკამ მოიწერა, რომ ლებრონმა მეგობარს ქორწილი გადაუხადა და საჩუქრად კადილაკის ახალი ჯიპი აჩუქა. მაგარი კაცი. ლებრონს ყურადღება 156 000 დოლარი დაუჯდა.

ამერიკა ლებრონს თავს უხრის. ლებრონმა ეს დაიმსახურა. ამერიკამ თქვა, რომ ჯეიმსი ყველაზე შეუცვლელ მოთამაშედ რჩება. ლებრონმა ეს დააფასა. და, დაატვიტერა, ვაფასებ.

ჯეიმსმა ენტონი დევისზე თქვა, ის საუკეთესოა და ის წელს ჩვენი ლიდერი იქნება. მაგარი ჟესტი. ვარსკვლავისგან, რომელიც დღესაც საუკეთესოებში რჩება.

ამერიკა ლებრონ ჯეიმსს არ ცვლის. ამერიკა ერთგულია. ამერიკამ იცის, რომ ლებრონი რიოს ოლიმპიადაზე მაქსიმუმს გააკეთებს.

ეს, უკვე ლებრონმა გვამცნო. და, გრეგ პოპოვიჩი ბედნიერია, რომ რიოში მის ასაკს ჰალკი დაიცავს. იმ, ორიგინალ ჰალკზე დიდი და დაუნდობელი.

ეს ლებრონის სამყაროა.