პოლ სქოულზი: მანჩესტერის პრობლემები მოიესის დროიდან დაიწყო

ფერგიუსონი განსხვავებულად მუშაობდა, ის მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ყიდულობდა, რომლებიც მანჩესტერს გამოადგებოდა

მანჩესტერ იუნაიტედის ბოლოდროინდელ პრობლემებზე გუნდის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ისაუბრა. მანკუიელთა ყოფილმა ნახევარმცველმა თქვა, რომ გუნდის სიტუაცია მაშინ აირია, როცა მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი გახდა.

 

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც 6 წლის წინ მოხდა, ეს პროცესები საკმაოდ ბუნებრივია. ჩვენი გუნდის პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა კლუბი დევიდ მოიესმა ჩაიბარა. ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, იუნაიტედმა დიდი რეგრესი განიცადა. წითელმა ეშმაკებმა ხუან მატა და მარუან ფელაინი დაიმატეს, ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა არა მანჩესტერის დონის.

 

მსგავს ფეხბურთელებს სერ ალექსი არ შეიძენდა. ის განსხვავებულად მუშაობდა და ისეთ მოთამაშეებს ყიდულობდა, რომლებიც გუნდს სჭირდებოდა,“-თქვა ინგლისელმა ნახევარმცველმა.

 

სქოულზი მანჩესტერში 1993-2013 წლებში თამაშობდა. ამ დროის მანძილზე მან გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო და მანჩესტერის ყველა დროის ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

 

მანჩესტერს პრემიერლიგაში 10 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა. ბოლო მატჩში სულშერის გუნდმა ლივერპულს უმასპინძლა და მატჩი 1:1 დარულდა.