...რატომ დაიგვიანე?

დორტმუნდმა 100 ათასი ევროთი დააჯარიმა ჯეიდონ სანჩო. საქმე ისაა, რომ 19 წლის გარემარბს ინგლისში ყოფნა გაუტკბა, ნაკრებიდან კლუბში დაგვიანებით დაბრუნდა. 

რა დონის ფეხბურთელიცაა სანჩო, ყველამ იცის – მცველებში ისე დაძვრება, ვითომც არაფერი. ბუნდესლიგის 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

 

ისე, ზოგადად ბრაზილიელებს უყვართ ხოლმე სამშობლოში დიდხანს ყოფნა და ევროპული კლუბი ავიწყდებათ. სანჩო კი წარმოშობით ტრინიდადი და ტობაგოდანაა.