არჩილ მალაყმაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბრინჯაო ბუქარესტიდან

რუმინეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში, არჩილ მალაყმაძემ ატაციში 144 კგ სიმძიმის შტანგა ასწია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მალაყმაძემ აკვრაში 167 კილოგრამის დამორჩილება შეძლო და მეექვსეზე გავიდა, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვებული 311 კილოგრამით მეოთხე პოზიცია დაიკავა.  

 

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა შარშან 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. იგი ასევე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.