საუკეთესო 30; მოქმედი მფლობელის გარეშე...

ფრანს ფუტბოლმა  30 ნომინანტი შეარჩია. მათგან ერთ–ერთი ჩაიხუტებს 2019 წლის ოქროს ბურთს.

საოცარია, მაგრამ სიაში არაა მოქმედი მფლობელი: რეალის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი. ასაკი, ასაკი... მოდრიჩი 34 წლისაა. 2019 წელი ხორვატმაც ჩააგდო და რეალმაც.  

 

მესი, ვან დეიკი, რონალდუ... საკვირველი იქნება, რომ ამ სამეულს გასცდეს პრიზი. ისე, სიაში მოდრიჩის გარდა არ არიან ნეიმარი, პოლ პოგბა, გარეთ ბეილი. 

 

ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა)

ვირჯილ ვან დეიკი (ჰოლანდია, ლივერპული)

კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, იუვენტუსი)

ფრენკი დე იონგი (ჰოლანდია, ბარსელონა)

უგო ლორისი (საფრანგეთი, ტოტენჰემი)

დუშან ტადიჩი (სერბეთი, აიაქსი)

კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ)

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ინგლისი, ლივერპული)

დონი ვან დე ბეეკი (ჰოლანდია, აიაქსი)

პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი, არსენალი)

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია, ბარსელონა)

ალისონი (ბრაზილია, ლივერპული)

მატეის დე ლიგტი (ჰოლანდია, იუვენტუსი)

ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი, რეალი)

ჯორჯინიო ვიინალდუმი (ჰოლანდია, ლივერპული)

ბერნარდო სილვა (პორტუგალია, მანჩესტერ სიტი)

ჰეონ-მინ სონი (სამხრეთ კორეა, ტოტენჰემი)

სადიო მანე (სენეგალი, ლივერპული)

სერხიო აგუერო (არგენტინა, მანჩესტერ სიტი)

რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ბაიერნი)

რობერტო ფირმინო (ბრაზილია, ლივერპული)

რიად მაჰრეზი (ალჟირი, მანჩესტერ სიტი)

კევინ დე ბრუინი (ბელგია, მანჩესტერ სიტი)

კალიდუ კულიბალი (სენეგალი, ნაპოლი)

ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი, ბარსელონა)

მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, ლივერპული)

ედენ აზარი (ბელგია, რეალი)

მარკინიოსი (ბრაზილია, პარი სენ-ჟერმენი)

რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი)

ჟოაო ფელიში (პორტუგალია, ატლეტიკო)

 

 უკვე 20 წელიწადზე მეტია, საქართველოდან ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაში გაზეთი სარბიელი აძლევს ხმას.