კალაშნიკოვა და კენინი მასპინძლებთან მოულოდნელად დამარცხდნენ

ქართველი ჩოგბურთელის სტარტი...

ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში, WTA Elite Trophy მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა იღებს. ეს ტურნირი როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა შორის ტარდება, ჩვენებური კი ​მსოლფიოს მე-12 ჩოგანთან, ამერიკელ სოფია კენინთან ერთად ასპარეზობს. 

 

WTA Elite Trophy - ​WTA-ს ჩემპიონთა ტურნირის მემკვიდრეა, რომელიც ამავე ქალაქში, პირველად 2015 წელს გაიმართა. 

 

მოულოდნელად, ტურნირის პირველ შეხვედრაში, კალაშნიკოვა-კენინის ტანდემმა, მასპინძლებთან, ჩანგისა და თენგთან შეხვედრა 3 სეტში წააგეს (2:6; 6:4; 7:10) და ჯგუფში მდგომარეობა ძალიან გაირთულეს.

 

მოგეხსენებათ, ჟუჰაიში 6 გუნდი მონაწილეობს და ისინი დაყოფილნი 2 ჯგუფად არიან. 

 

კალაშნიკოვაშა და კენინს შემდეგი შეხვედრა წყვილთა შორის მოქმედ ჩემპიონთან უკრაინელ ლუდმილა კიჩენოკთან უწევთ, რომლის მეწყვილე, შარშანდელისგან განსხვავებით, ანდრეა კლეპაკი არის. 2018 წელს, ლუდმილამ ტურნირი მის დასთან, ნადია კიჩენოკთან ერთად მოიგო. 

 

კალაშნიკოვას ელიტ ტროფეიში თამაშის გამოცდილება აქვს, მან ამ ტურნირზე 2016 წელს გერმანელ ტატიანა მარიასთან ერთად ითამაშა და მესამე ადგილი დაიკავა. 

 

ტურნირის საპრიზო ფონდი 2 419 844 დოლარია.