თურქების მე–11 წამი: გოლიც და გაძევებაც (+ ორი ვიდეო)

თურქები და საფეხბურთო რეკორდები მეგობრები არიან. აბა, დაასწარი.

თურქეთის სუპერლიგის მატჩში ლევან შენგელიას ქონიასფორმა შინ 0:2 წააგო მალათიასფორთან. ვინ იცის, არც წაეგო, რომ არა მეკარე სერქან კირინთილის წითელი ბარათი... მე–11 წამზე. ქირინთილი კარიდან გამოვარდა და საჯარიმოს გარეთ ხელებში დაიჭირა ბურთი. ეტყობა, რამეზე ოცნებობდა, ან თამაში ჯერ დაწყებული არ ეგონა და გახურებაზე იყო.

 

მე–11 წამი თურქებისთვის სხვა მხრივაც აღსანიშნავია. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი სწორედ თურქ ჰაქან შუქურს აქვს გატანილი და სწორედ მე–11 წამზე. ეს მოხდა 2002 წელს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში. ჩვენმა მეზობლებმა 3:2 მოუგეს სამხრეთ კორეას.

 

ასეა, ზოგი 11 წამში გოლის გატანას ასწრებს, ზოგიერთიც წითელი ბარათის მიღებას ახერხებს.