გოდერძი ბერდელიძემ 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი სპორტსმენის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, გოდერძი ბერდელიძე ბრწყინვალედ გამოვიდა. ჯერ იყო და ატაციში 123/125 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, შემდეგ აკვრაში 144/149/153 კგ-ს აწევით ვერცხლის მედალს დაესაკუთრა, ორჭიდის ჯამში კი 277 კგ დაუგროვდა და პირველობა არავის დაუთმო. 

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს პირველი მედალი არაა, რომელიც ქართველებმა მოიპოვეს. გიორგი დოკვაძე 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მფლობელია, არჩილ მალაყმაძის ანგარიშზე კი 1 ბრინჯაოს მედალი გახლავთ.