ბექა ბექაურის სტარტი

ბექა დაბრუნდა იქ, სადაც მას აფასებენ.

ქუთაისი შეიცვალა. გუნდმა აქცენტი ქუთაისის სკოლის აღზრდილებზე გააკეთა. რომლებიც რამდენიმე ლიდერთან ერთად კარგ გუნდს შეკრავენ.

ქუთაისმა ორი ტურიდან 1 მოიგო. და, ორივე შეხვედრაში გამორჩეულად კარგი იყო ბექა ბექაური.

მოთამაშე, რომელმაც შარშანდელი სეზონი ჩემპიონში, დელტაში გაატარა. ბექა დაბრუნდა იქ, სადაც მას აფასებენ და სადაც ის ძალიან კარგი იყო.

17 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი ვერასთან.

18 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი ოლიმპთან.

ბექა კარგ პაუზას იღებს. ბექა არ ცდილობს, მხოლოდ პერიმეტრიდან შეუტიოს. ბექა მეტ დროს სამწამიანში ატარებს.

შეცვლილი ბექაური დაეხმარება ქუთაისს, რომელსაც ამ სეზონში კარგი პერსპექტივა აქვს.

17.5 ქულა, 9.5 მოხსნა და 5.0 პასი - ეს მხოლოდ სტარტია და ბექა უკეთესი იქნება.

 

ფოტო: www.gbf.ge