ვერძები ხარებს დაუხვდნენ - ქუთაისში ცენტრალური დაპირისპირება შედგა

სამი გუნდი - მხოლოდ 1 მარცხით...

რაგბიში, ლიდერბეთის დიდი ათის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში შედგა, სადაც აიამ ხარები მიიღო. რუსთაველები მოწინააღმდეგეს გამარჯვების შემთხვევაში მოგებათა რაოდენობით გაუთანაბრდებოდნენ, 4 ლელოს დადების შემთხვევაში კი ბონუს ქულაც მათი იქნებოდა და ცხრილში მათთან ერთად პირველ-მეორე ადგილსაც გაიყოფდა. ხარებმა აქედან მხოლოდ პირველი პუნქტის შესრულება მოახერხეს და 81-ე წუთზე დადებული ლელოთი გაიმარჯვეს. აიას რიგებში, ამ გუნდის ლიდერმა, ბაბუნაშვილმა 5 ქულის აღება მოახერხა. ხუციშვილი ხარების რიგებში ასეთივე შედეგიანი იყო.

 

აკადემია თბილისი შთამბეჭდავ ასპარეზობას აგრძელებს. ამჯერად, დედაქალაქელებმა, დაძაბულ ბრძოლაში 8:6 იუნკერები დაამარცხეს. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამ სეზონში მათი დამარცხება მოახერხა, რუსთავის ხარები არიან...

 

ბოლო ორი შეხვედრაა, ლოკომოტივის თამაშში პროგრესი შეინიშნება. პირველი სამი თამაშის წაგების შემდეგ, ჯერ იუნკრებს მოუგეს, შემდეგ კი თბილისის არმაზთან შეხვედრა ფრედ (18:18) დაასრულეს.

 

შემდეგ ტურში, ცენტრალური დაპირისპირება ბათუმსა და ქუთაისის აიას შორის შედგება. შავიზღვისპირელებს ზედიზედ ორი გამარჯვება აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან, უბრძოლველად არაფერს თმობენ და გამონაკლისი არც შემდეგი შეხვედრა უნდა იყოს.

 

No photo description available.