გოგა ჩხეიძემ რუმინეთში ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვა

გოგა ჩხეიძის წარმატებული გამოსვლა 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, გოგა ჩხეიძემ ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა 135 კგ. სიმძიმის შტანგა ასწია.

 

ჩვენებურმა აკვრაში 166 კილოგრამს მოერია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ჩხეიძე ორჭიდში მოპოვებული 301 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა შარშან ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო.