ATP VIENNA - ბასილაშვილი 35 წლის ვერდასკოსთან დამარცხდა

მოულოდნელად, ბასილაშვილი ვერდასკოსთან დამარცხდა

ავსტრიაში, 21 ოქტომბერს ვენის 500-ანი მასტერსი დაიწყო. ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო ნიკოლოზ ბასილაშვილის ასპარეზობაა, რომელიც 35 წლის ფერნანდო ვერდასკოს დაუპირისპირდა.

 

ესპანელი ჩოგბურთელს საუკეთესო წლები, რა თქმა უნდა, წარსულში ჰქონდა და ბოლო 10 შეხვედრიდან გამარჯვება მხოლოდ 3-ში მოიპოვა.

 

ქართველი პირველ სეტში მოწინააღმდეგეს აღემატებოდა - ვერდასკსოს არათუ ბრეიკ პოინტი, არამედ თანაბარი ქულებიც არ ჰქონია. ნიკამ მეცხრე ჩაწოდებაზე ბრეიკი შეასრულა და საბოლოოდ სეტიც მის სასარგებლოდ დაასრულა.

 

მეორე სეტში ბასილაშვილს ბრეიკ პოინტი 3-ჯერ ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ 2 ბრეიკი ესპანელმა შეასრულა და სეტებში ანგარიში გათნაბრდა.

 

მესამე სეტი  ჩვენთვის სრული კატასტროფა გამოდგა, ნიკა ვერდასკოს ჩაწოდებაზე ვერაფერს ახერხებდა, საპირისპიროდ კი ესპანელმა ეს სეტიც ორი ბრეიკით - 1:6 მოიგო.

 

საბოლოოდ: 1:2 (6:4; 2:6; 1:6)