ჟორდაუ-ო

 სადაც ჯორჯ ბესტს უთამაშია, სხვა სახელებს მხოლოდ ინტერნეტ-დროება დააყენებს წინ.

18 ოქტომბერს პორტუგალიის ზღვისპირა სამოთხე-ქალაქ კაშკაიშში 67 წლისა გულის შეტევით გარდაიცვალა მხატვარი და მოქანდაკე რუი მანუელ ტრინიდანდე ჟორდაუ.

 

მსოფლიოს სახელოვან შემოქმედეთა გვარსახელების გამგონეთ ეგებ ბევრს არაფერს ეუბნებოდეს ეს სახელი, მაგრამ ჟორდაუ მაგარი ვინმე იყო.

 

საქმე ესაა, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში მანჩესტერ იუნაიტედის ფანებს შორის ინტერენტ-გამოკითხვა ჩატარდა, ჩვენი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი დააასახელეთო და სრულმა უმრავლეოსბამ ასე დაასახელა, ბექემიო.

 

ბექემი  კაი ფეხბურთელი იყო, თუმცა ერთი რამეა: როგორც სამუელ ეტო’ო იტყოდა, მე პირში ვუთხარი გვარდიოლას,  შენ უბრალოდ კარგი ფეხბურთელი იყავი და არა დიდი ფეხბურთელიო. ასე გამოვიდა იმ კლუბის ისტორიაში ბექემის საუკეთესოდ დასახელებაც: სადაც ჯორჯ ბესტს უთამაშია, სხვა სახელებს მხოლოდ ინტერნეტ-დროება დააყენებს წინ.

 

ჰოდა, რუი ჟორდაუ - 80-იან წლებში ჩვენთვის  ცნობილი როგორც უბრალოდ ჟორდაო, სანამ მხატვარი და მოქანდაკე შეიქნებოდა. ერთი დიდი, დღეს არცთუ დამახსოვრებული ფეხბურთელი იყო.  ფეხბურთის მოყვარე საბჭოთა ახლაზრდებს ის გაგვახსენდება, როგორც  ადამიანი, რომელმაც სსრკ-ს ნაკრებს თავისი პენალტით გადაუჭრა გზა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ. ესესესერმა 5-0 მოუგო პორტუგალიას  შერარჩევი ჯგუფის პირველი თამაში ჩერენკოვის ბენეფისით, თუმცა. ცხრილი ისე  აეწყო, რომ პურტუგალიას მოგება სჭირდებოდა და მოუგო კიდეც სუსურუკუს,

 

rui manuel jordão-ის სურათის შედეგი

 

 ხოლო იმ დროის მსფოლიო ეკრანებზე ჟორდაო მოხვდა როგორც კაცი, რომელმაც. არა მხოლოდ გაიყვანა პორტუგალია ფილანლურ ეტაპზე, არამედ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ორი გოლი გაუტანა ფრანგებს 1984 წლის იმ დაუვიწყარ თამაშში და თუმცა პორტუგალიამ, საბოლოოდ, მაინც წააგო მიშელ პლატინის გუნდთან, დომერგისა და იმავ პლატინის ემოციური, ბოლოწუთა გოლების წყალობით, ჟორდაუს ორი მოქნევა სამუდამოდ დარჩა ფეხბურთის ისტორიაში.

 

უამისოდ კი, ჟორდაუ იყო ერთი ანგოლელი ბიჭი, რომელიც მოწაფეობისას გადმოსახლდა პორტუგალიაში ოჯახთან ერთად. სახელი ბენფიკაში დამიკვიდრა, როგორც პორტუგალიიის სხვა დიდმა აფირკელებმა, მერე  წავიდა ესპანეთში და მობრუნდა ისევ ლისაბონში, ოღონდ  ბენფიკას უტეხი  მეტოქის, სპორტინგის რიგებში, სადაც დარჩა დიდხანს და კლუბის ლეგენდადაც შეიქნა.

 

დღევანდელ საერთაშორისო ფეხბურთ-რაობაში იშვიათად გაახსენდებათ ლისაბონური ბურთაობის შიდა,  განცდითა და ისტორიით სავსე ამბავი. ამ დროს კი, თუ ბედმა გაგიღიმა და აქაური დერბი ნახე,  ფეხბურთი გინახია და ეგაა, არ უნდა ამას ტოტენჰემ-არსენალი, მანიუ -მან სიტი და სხვა ჰიპერ-კომერციული ამბები. ფეხბურთი საერთაშორისო ტიტულების გარეშეც ფეხბურთია.

 

 80-იანი წლების დასაწყისის სპორტინგი დიდი რამე იყო. პორტუგალიისთვის, რა თქმა უნდა. ჩვენც რომ გვეყურებინა, ვიკაიფებდით: პორტუგალიის გუნდები დღესაც გვანან ჩვენს საუკეთესო თბილისის დინამოს, მაშინ ხომ საერთოდ გვანებულან, რაც ჩვენ არ ვიცოდით, ტელევიზორში საერთშორისო ფეხბუთის არქონის გამო.

 

ამ სპორტინგში კი  მთავარმეგოლეობა ჟორდაუსა და მანულ ფერნანდეშს ეპყრათ.

ძაან ბიჭები იყვნენ. როცა მობერდნენ, სეტუბალშიც თითქმის ერთად გადავიდნენ და ერთადვე ურახუნებდნენ ბებრულ გოლებს.

 

rui manuel jordão-ის სურათის შედეგი

 

წინა უქმეებზე მანჩესტერ-ლივერპული იყო. 1-1 მორჩა და ამაზეც დაწერდა კაცი ორიოდ სტრიქონს, იოლად და ვაიმე ლივერპულმა პირველად დაკარგა ქულები ამ სეზონშიო, მაგრამ ჟორდაუ  მოკვდა.

 

 ჟორდაუს პატივსაცემად, პირინეების სპორტულ  არხებზე  ის 1984 წლის  საფრანგეთვ- პორტუგალიის ჩანაწერი  გაუშვეს და იმ თამაშის მაყურებელს, დღევანდელ მანჩესტერ-ლივერპულზე რა უნდა დამეწერა, არ ვიცოდი.  დარბიან და კოტრიალობენ. ემოცია ახლავს. ოსტატობაც.  იმ საფრანგეთ- პორტუგალიისას ერთი სიმულაცია და ფეხზე წამოდებაც არ ყოფილა. პლატინი, შალანა,ჟირესი, ტიგანა, ნენე, დიამანტინუ... რა ვიცი. ოსტატობაზე რამეს იტყვი?

 

ჟორდაუ მეგა ვარსკვლავი იქნებოდა დღეს, ორივე ამთგანში რომ ეთამაშა, მაგრამ კარგია, რომ თავის დროში იყო.

 

ფეხბურთელიც მაგარი გმაოდგა და ადამიანიც, ხატა და აქანდაკა, მანამდე კი სამას ოთხმოცდათი გოლი გაიტანა. ორ იმდენს გაიტანდა, კომერისიაო რომ ყოფილიყო.