ტორონტო ქაოსია და ქაოსი იგებს

ამბიციურ აღმოსავლეთში რეპტორზი ანათებს.

130:122, დამატებითში. რეპტორზმა ტიტულის დაცვა ლეონარდის გარეშე და მკვლელი თამაშით დაიწყო. კანადა ბედნიერი იყო. კანადამ იცის, რომ ეს ღიმილი მალე ჩამოირეცხება, მაგრამ იმ დღეს ტორონტო მოგებული, მოქმედი ჩემპიონი იყო.

დამატებითი დრო. ახალ, სექსუალურ ნიუ ორლეანთან. და, ამ გუნდს აკლდა ის, მონსტრი, ზაიონი.

ტორონტომ მიიღო მაქსიმუმი ორი ბიჭისგან, ვინც ტორონტოს მომავალს მიხედავს.

ფრედ ვან ვლიტი - 34 ქულა, კარიერის რეკორდი.

პასკალ სიაკამი - მძიმე სტარტი, ერთ მომენტში 17/6 ზუსტი სროლა და საბოლოოდ, 34+18 მოხსნა+5 პასი. საკაიფო სტატისტიკაა.

ტორონტო უკეთესი იქნება. და, ტორონტო უკეთეს გუნდებთან გაიტესტება. სადაც, სიაკამის ბევრი სროლა ბევრი ტკივილის მომტანია. ტორონტომ უნდა დაიბრუნოს ის, რაც შარშან ჰქონდა - ბალანსი და სიღრმე.

ამბიციურ აღმოსავლეთში რეპტორზი ანათებს, მაგრამ ეს ნათება უკეთესი კალათბურთით უნდა შეინარჩუნოს.

ჩემპიონმა ტიტულის დაცვა მოგებით გახსნა. ჯერ, ეს საკმარისია.