ოლიმპი ჯერ შორს არის

როგორც ყველა გუნდს, ოლიმპსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი. 

სუპერლიგაში ოლიმპი ხანდახან, ძალიან კარგ კალათბურთს თამაშობს. ხანდახან, ძალიან შორს არის ამ კარგი კალათბურთისგან, მაგრამ გუნდი არ კარგავს სახეს.

საინტერესო შემადგენლობა, რამდენიმე მოთამაშე პერმანენტულად არის გამოძახებული საქართველოს ნაკრებში, სადაც ეს მოთამაშე უკეთესი, უფრო მოქნილი ბრუნდება.

ოლიმპმა შარშან, ფლეი ოფამდე ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა მომავალ ჩემპიონს - დელტას. ოლიმპმა რამდენიმე ტესტში სამაგალითოდ კარგი კალათბურთი ითამაშა. მე მომეწონა. ვიცი, რომ სხვებსაც.

მესიამოვნა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩემი მეგობარი და უბრალოდ, მშრომელი და საგრძნობლად გაუმჯობესებული სპეციალისტი - დიმიტრი ჟაკობოვი დანიშნეს. რომელსაც უყვარს სწავლა და მოთამაშეებისგან იგივეს ითხოვს.

როგორც ყველა გუნდს, ოლიმპსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი. ქუთაისი ბოლო წლებში ყოველთვის აცხადებს, რომ ჩემპიონობისთვის იბრძვის. დინამო ამას აცხადებდა და დღეს, საჩემპიონოდ ჩაცმულებს უგებს.

ოლიმპი?

წელს, გუნდმა ძალიან ცუდი სტარტი აიღო, მაგრამ რეგულარულში კიდევ ბევრი თამაშია და ყველაფრის დალაგება ესწრება.

უბრალოდ, დღევანდელი თამაშით, ოლიმპი ცოტა შორს არის სამაგალითოდ კარგი გუნდისგან.

იმ გუნდისგან, რომელსაც ჰყავს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი და ძლიერი მოთამაშე - რეზო როგავა.

რომელსაც შეუძლია, რომ ბევრად წინ იყოს.

კარგი მწვრთნელი, კალათბურთზე შეყვარებული მფლობელი, ნორმალური მენეჯმენტი - ოლიმპს ცოტა ზემოთ ველოდებით.

დრო ჯერ, არის.

 

ფოტო: www.gbf.ge