რონალდუ: საამისოდ საკმარისი პოტენციალი გვაქვს

ყველაზე საინტერესო ეტაპი სწორედ ახლა იწყება

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში, უმოტივაციო იუვენტუსი იანგ ბოიზს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. შვეიცარიელთაგან ჰორაუმ დუბლი შეასრულა, იუვენტუსის მხრიდან კი თავი პაულო დიბალამ გამოიჩინა.

 

მატჩის შემდეგ მედიასთან კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა:

 

„ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე საინტერესო ეტაპი, სწორედ ახლა იწყება. იუვენტუსს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია, დარწმუნებული ვარ საამისო პოტენციალი გვაქვს. რაც შეეხება იანგ ბოიზთან გამართულ მატჩს, არაერთი მომენტი გვქონდა და ბევრი გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა.“-განაცხადა პორტუგალიელმა.

 

იუვენტუსმა ჯგუფში 12 ქულა დააგროვა და პირველი ადგილზე გავიდა, მეორე პოზიცია კი მანჩესტერმა დაიკავა. წითელმა ეშმაკებმა 10 ქულას მოუყარეს თავი.