ბითაძე დღეს იწყებს

გოგას დებიუტი ყველას მაგრად გვაინტერესებს. 

ინდიანა საკუთარ დარბაზში დეტროიტს გატესტავს.

ამერიკა კიდევ ერთი ქართველი დიდი ბიჭის დებიუტს აღნიშნავს და მაგრად გვინდა,მ რომ ეს დებიუტი რეალურად აღსანიშნავი გახდეს.

გოგა ბითაძე პეისერზის როტაციაში ჩაჯდება და თუ გაქაჩავს, სეზონში სადღაც, 20 წუთამდე უნდა ავიდეს.

დეტროიტი ნორმალური გუნდია, რომელსაც ინდიანასთან ბლეიქ გრიფინი არ ეყოლება. ტრავმა.

ინდიანაც საინტერესო გუნდია, რომელიც პისტონზს ვიქტორ ოლადიპოს გარეშე შეასკდება.

პეისერზმა დაიმატა მალკოლმ ბროგდონი და დაკარგა ბოიან ბოგდანოვიჩი. ვინ როგორ ჩაჯდება ახალ სქემაში, პროცესში უკეთ გამოჩნდება.

და, მანამდე, გოგას დებიუტი ყველას მაგრად გვაინტერესებს.

დეტროიტის ძირითადი ცენტრი ანდრე დრამონდი მონსტრია. დიდი ბეჰემოტი, რომელიც ყველაფერს ხსნის და ღეჭავს. მასთან რთული იქნება და გოგა მზად არის.

მიდი, შეუბერე. ჩვენ შენთან ერთად ვართ.

 

ინდიანა - დეტროიტი (03:00)

ფავორიტი: ინდიანა.