მბაპემ მესის რეკორდი მოხსნა

20 წლის ფეხბურთელის შესანიშნავი მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგაში 

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში პსჟ ბრიუგეს ესტუმრა და 5:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი კილიან მბაპემაც შეიტანა, რომელიც თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო და ბელგიელთა კარი სამჯერ აიღო.

 

აღსანიშნავია, რომ ბრიუგესთან შეხვედრაში მბაპემ რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშია, რომ მეორე გოლისას მან ჩემპიონთა ლიგაში 15 შედეგიან დარტყმას მოუყარა თავი და ყველაზე ახალგაზრდა (20 წლის და 306 დღის) ფეხბურთელი გახდა, ვინც 15 ბურთი შეაგდო. აქამდე რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა, რომელმაც ლიგაში მე-15 გოლი 21 წლის და 288 დღისამ გაიტანა.

 

პსჟ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა. რაც შეეხება მბაპეს, ახალგაზრდა ფორვარდმა ამ სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.