ლევანდოვსკი ხუთეულში გაერია

პოლონელმა ფორვარდმა რუუდ ვან ნისტელროის გადაასწრო

ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩში, ბაიერნი ოლიმპიაკოსს შეხვდა და 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. პოლონელმა გოლეადრომა რუუდ ვან ნისტელროის გადაასწრო და 58 გოლით მეხუთე ადგილზეა. მასზე წინ ახლა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ (127), ლეო მესი (112), რაული (71) და კარიმ ბენზემა (60) არიან.

 

ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წლის ზაფხულში დორტმუნდიდან გადავიდა. იგი დღეს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლება და არ უნდა გვიკვირდეს, რომ მე-9 ნომერზე დიდი მოთხოვნაა. ბოლო 2 წლის მანძილზე მისი სახელი რეალს, პსჟ-ს და მანჩესტერს დაუკავშირეს. ამ სეზონში ლევანდოვსკიმ 13 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.